სააკაშვილმა კომენტარი უკრაინაში იულია ტიმოშენკოსთან შეხხვედრის დროს გააკეთა.
,,შეეშინდა საერთაშორისო განწყობის, შეეშინდათ ალბათ და ახლა შეცვალეს რაღაც ფორმები. როგორც ჩანს კარგად აუხსნეს ევროპელებმა და ამერიკელებმა. უკრაინიდან მაინც აიღონ მაგალითი, რით მთავრდება ესეთი სახის კამპანიები - ცუდად მთავრდება ძალიან. მითუმეტეს, პროკურატურის მხრიდან, რომელსაც მართავს კაცის კაცი ფარცხალაძე, რომელიც ყაჩაღია და მთავრობისგან, რომელსაც ასევე კაცის კაცი მართავს. ასე, რომ ამ პროცესს არანაირი ლეგიტიმურობა არ აქვს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური, დისტანციური მეთოდით დაკითხვა შესთავაზა.
„მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, skype) გამოყენებით დისტანციურად დაკითხვას. ამ შემთხვევაში აღარ იქნება აუცილებელი მისი საქართველოში ჩამოსვლა და, შესაბამისად, ბოლომდე გამოირიცხება მისი შესაძლო დაკავებით გამოწვეული შეშფოთების საფუძველიც. აღნიშნული წინადადება მას გაეგზავნება კანონით დადგენილი ფორმით და მიეცემა ერთ კვირიანი ვადა დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.მთავარი პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავადაც სათანადოდ მოეპყრობა საკუთარ სტატუსს, იმოქმედებს როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და დამნაშავეთა დასჯას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.