Express News

რამდენიმე წუთის წინქობულეთის რაიონის,სოფელ ხალას რწმუნებული მალხაზ დიასამიძე დააკავეს


რამდენიმე წუთის წინ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქობულეთის რაიონის სოფელ ხალას რწმუნებული მალხაზ დიასამიძე დააკავა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ნიუპოსტს“ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 
მათივე ინფორმაციით, მალხაზ დიასამიძე სახელმწიფო სუფსიდიების მითვისების ბრალდებით დააკავეს. 
უწყების პრესსამსახურის უფროსის გიორგი გრძელიშვილის განცხადებით, დიასამიძე მანდარინების თემაზეა დაკავებული. 
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ მოსახლეობისთვის მანდარინის ჩაბარებისთვის სუფსიდიები გამოყო. სწორედ აღნიშნული თანხის მითვისების ბრალდებით არის დაკავებული დიასამიძე.

http://newposts.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT