Express News

მუდმივად ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც არასოდეს სძინავს



ქალაქ ჰალეს მცხოვრები იაკობ ციპეროვიჩი არის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ფენომენალური და არაჩვეულებრივი ადამიანი, რადგან მას შეუძლია, რომ არასოდეს არ დაიძინოს. იაკობის ისტორია სათავეს იღებს 1979 წელს როდესაც მან გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, რომლის მიზეზიც გახდა საჭმლისგან ძლიერი მოწამვლა. იაკობი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავის ტვინის უჯრედები კვდებინა სულ რაღაც 3-5 წუთში, როგორც კი ჩერდება გული, რაც მის თავს გადახდა რეალობის ჩარჩოებს სცდება.
ყველაზე საინტერესო ფაქტი ციპეროვიჩის ცხოვრებიდან არის ის, რომ მას არ შეუძლია დაძინება, რამდენჯერაც მან სცადა დაძინება იმდენჯერ თითქოს ზებუნებრივმა ძალებმა მას ხელი შეუშალეს ამაში. ეს ყველაფერი იაკობს ემართება უკვე 16 წელია. 1995 წელს იაკობი დაკავდა იოგით, მედიტაციით, რელაქსაციით და კონცენტრაციით, იაკობმა მოახერხა, რომ მის სხეულს დაეძინა, მაგრამ მხოლოდ 2-3 საათი.
ამ მოვლენაში ყველაზე ფანტასტიკური არის ის, რომ მთელი 16 წლის განმავლობაში იაკობის გარეგნობა სავსებით არ შეცვლილა. 51 წლის ასაკში ის გამოიყურება როგორც 25 წლის ასაკში.
კლინიკური სიკვდილისგან მემკვიდრეობა იაკობს ის დარჩა, რომ მისი სხეულის ტემპერატურა 34 გრადუსს არ სცდება. ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ დაბალი ტემპერატურა იაკობის ახალგაზრდობის წყაროა.
ვერცერთი ქვეყნის მედიცინამ ვერ ახსნა 100%-ით ციპეროვიჩის ასეთი ანომალია.
წყარო. ucnauri.com

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT