Express News

დაკითხვაზე უარის გამო, შესაძლოა, სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს



საქართველოს ექსპრეზიდენტმა მთავარი პროკურატურის მიერ შეთავაზებულ დისტანციური დაკითხვის მეთოდზე უარი თქვა. რა სამართლებრივი ბერკეტები რჩება პროკურატურას იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკითხოს?

"ამ შემთხვევაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი დაკითხვაზე, ჩვენი კანონმდებლობით სხვა ყველანაირი საშუალება ამოიწურა. რჩება ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ის ქმედება, რომლის დროსაც გამომძიებლები თავად ჩავიდნენ ადგილზე, იქ, სადაც იმყოფება ბატონი მიხეილი და იქ განახორციელონ საგამოძიებო მოქმდება, იქ დაკითხონ. რა თქმა უნდა, თუ ის ქვეყანა ითვალისწინებს ამ მექანიზმს, სადაც იგი იმყოფება. რამდენად მიიღებს ამის გადაწყვეტილებას პროკურატურა, ეს მასზეა დამოკიდებული," - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მაია ხუციშვილი. 

იურისტის განმარტებითვე, თუ ამ გზითაც ვერ განახორციელებს პროკურატურა საგამოძიებო ქმედებას და მიიჩნევს, რომ გონივრული შესაძლებლობები და ყველანაირი გზა ამოწურულია სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვის, უწყებაშიც არის განმარტებული, რომ არ გამოცხადების შემდეგ შესაძლებელია დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რასაც სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლი ითვალისწინებს. რაც შეეხება ვადებს, იურისტის თქმით, მოქმედენის ვადები გაწერილი არ არის და დამოკიდებულია თავად პროკურატურის გადაწყვეტილებაზე. 


მიხეილ სააკაშვილი მოწმის სტატუსით დაკითხვაზე 27 მარტს იყო დაბარებული, თუმცა ექსპრეზიდენტი ჩვენების მისაცემად არ გამოცხადებულა. როგორც მან სამშაბათს რუსთავი 2–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, "არ აპირებს ჩამოვიდეს საქართველოში და შეასრულოს პუტინის ოცნება", მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. 




netgazeti.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT