გია ქარცივაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აჭარაში, ამ წუთებში ხულოში, სოფელ ღურტაში მოქალაქეებს ხვდება და ძალადობის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალებს აგროვებს.
მისი ინფორმაციით, ახლა სოფელში კოცონი ანთია და ხალხი დაშლას არ აპირებს. მოქალაქეებს კი გადაღებული აქვთ კადრები, თუ როგორ ძალადობს პოლიცია: „პოლიცია ძალადობს ხალხზე ეს ვიდეოები აქვთ ადამიანებს გადაღებული, მე ჩემი თვალით რაც ვნახე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალადობა. პოლიციამ ძალა გამოიყენა მოქალაქეების მიმართ. საია სამართლებრივ დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს.“