ინციდენტი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან. შენობის წინ გაკრულ ვანო მერაბიშვილის პლაკატს ორგანიზაცია "ახალგაზრდული ცენტრის" აქტივისტებმა წითელი საღებავი შეასხეს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე ცენტრის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობდა. ახალგაზრდა, რომელმაც პლაკატს საღებავი შეასხა, პატრულის თანამშრომლებმა დააკავეს.
"ახალგაზრდული ცენტრის" წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და მთავარ პროკურატურაში გამოცხადების მოთხოვნით შეიკრიბნენ.
"ახალგაზრდული ცენტრის" წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და მთავარ პროკურატურაში გამოცხადების მოთხოვნით შეიკრიბნენ.