Express News

ძალიან გოიმები არიან რუსები და ის კუთხე-კუნჭულებიც, რომლებიც ამ გოიმებთან შეერთებისთვის თავს იკლავენ- ნათია ფანჯიკიძე რუსეთზე

ძალიან გოიმები არიან რუსები და ის კუთხე-კუნჭულებიც, რომლებიც ამ გოიმებთან შეერთებისთვის თავს იკლავენ. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე წერს.

"ქვეყანას, რომელსაც მენდელეევის ყველა ელემენტი აქვს, შიმშილით კლავს თავის მოსახლეობას, სამაგიეროდ ძალადობრივად მიწებს იერთებს 21-ე საუკუნეში, როცა ქვეყნებს შორის გავლენები და მხარდაჭერა აბსოლუტურად არ განისაზღვრება ტერიტორიული ერთობით. უბრალოდ ქმნის გასაჭირს და ტანჯვას ადამიანებისთვის, სულ ესაა მათი მოწოდება და შესაძლებლობები. დღეს ასეა და ღმერთმა ქნას, განვითარდნენ მომავალში მაინც. არ მეწყინება, რა ჯობია, შენზე ჭკვიან მეზობელს",- წერს ფანჯიკიძე.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT