ხვალ თბილისში რუსეთის საელჩოსთან აქცია სახელწოდებით "ყირიმი რუსეთია" გაიმართება.
ამის შესახებ "ნიუპოსტს" შეკრების ორგანიზატორმა "ევრაზიული არჩევანი – საქართველოს" ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ განუცხადა.
"ყირიმის მოსახლეობას ააქვს რეფერენდუმის ჩატარების უფლება. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეეგუონ უკრაინაში ხუნტის არსებობას და ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს ააქვთ უფლება რეფერენდუმის სახით, საკუთარი უფლება გამოხატონ", - აცხადებს ჭყოიძე.
მისივე თქმით, აქცია რუსეთის ძველ საელჩოსთან 15:00 საათზე დაიწყება.
ყირიმში რეფერენდუმი ხვალ გაიმართება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქებმა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას უნდა დაუჭირონ მხარი.
რეფერენდუმი საერთაშორისო საზოგადოებისა და უკრაინის ხელისუფლების მიერ არალეგიტიმურად გამოცხადდა.
წყარო http://newposts.ge/?