Express News

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიეს


„ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ყრილობაზე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ დელეგატთა უმრავლესობამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია აირჩია. დღესვე დაკომპლექტდა ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური ბიურო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ნათია ხუფაცარია, ფრანგული სკოლის დირექტორი კახაბერ ფარცვანია, ექიმი სლავა ბიგვავა, ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია და პარტიის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ლაშა გოგია.

ყრილობას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ესწრებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე, წინა ორი არჩევნების მსგავსად, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. მან მიულოცა რაიონული ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს ეს პოზიცია და წარმატებები უსურვა.

„2012 წლის არჩევნებზე ედიშერ თოლორაიამ, როცა ის პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, ტერორის მიუხედავად მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია და ამ არჩევნებზეც მიაღწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT