ბიულეტენები „რეფერენდუმისათვის" უკვე მონიშნული იბეჭდება. დაგემილია 73 % -ის აღება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ყირიმში ბიულეტებენები უკვე შევსებულია და „საჭირო ადგილას" ნიშნული უკვე გაკეთებულია. სწორედ ასე იგზავნება ბიულეტენები ტიპოგრაფიიდან",_ წერს უკრაინული მედია.
ამასთან ერთად, უკრაინული მედია წერს, რომ „რეფერენდუმზე" დაყენებულია ამოცანა, ნებისმიერი გზით მოგროვდეს ხმათა 73 %, რომელიც ყირიმის რუსეთის ფედერეციის შესვლის მომხრე იქნება.
ამგვარი შედეგის მიღება კი არამხოლოდ ყალბი ბიულეტენებით, არამედ „რეფერენდუმში" რუსი სამხედროების მონაწილეობითაა განზრახული.
წყარო (ჯი-ეიჩ-ენი ან GHN)