,,გურიას” პრეზიდენტის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის უცნობი დეტალებზე ,,კვირის პალიტრა“ საუბრობს. ისხლიანი ტრაგედია თბილისში, წერეთლის გამზირზე, 21 მარტს მოხდა. საკუთარ ბინაში 22 წლის სერგი მირზაშვილი მეგობრის, არჩილ წიკლაურის კუთვნილი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაიჭრა. სერგი საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის `გურიის" პრეზიდენტის, კობა მირზაშვილის ერთადერთი ვაჟია. როგორც კვირის პალიტრასტან საუბრისას გარდაცვლილის დედა იხსენებს ,, იმ საღამოს 9-ის ნახევარზე ველაპარაკე. ძალიან მხიარული ბავშვი მყავდა. გამთენიისას, 5-ს 10 წუთი რომ აკლდა, პოლიციელმა დამირეკა. თქვენს სახლში დაჭრილი ბიჭია ნაპოვნი და სახლის კარი ღიააო. ეს სრული შოკი იყო ჩემთვის. ეტყობა დამინდო, არ მითხრა, რომ ის ჩემი შვილი იყო. რომ ჩამოვედი, ჩემი შვილი მიხაილოვის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და ის რეანიმაციაში აპარატზე შეერთებული დამხვდა. ძალიან მეგობრულად ვიყავით ერთმანეთთან. ისიც ვიცოდი, რომ შეყვარებული იყო ნინო ჭანტურიაზე. ჩემი ბიჭი არ მყავს. მორწმუნე იყო. მოძღვარი დიდუბის ტაძარში ჰყავდა, მისი მამაო რომ გარდაიცვალა, მერე ახალი მოძღვარი არ აუყვანია. ცოტა ხნის წინ მითხრა, დედა, ერთ მამაოს ველაპარაკე და ფაქტობრივად აღსარება ჩავაბარე და მინდა მასთან ვიაროო. ძალიან მოსიყვარულე, კეთილშობილი შვილი მყავდა. თბილისის 51-ე სკოლა დაამთავრა. მეგობრული ბიჭი იყო. არ უყვარდა უსამართლობა, ვერ იტანდა ადამიანების ჩაგვრას. სწავლობდა ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში. წელს აკადემიური ჰქონდა აღებული.
ჩვენს სახლში ხშირად მოდიოდნენ მისი მეგობრები. ამ ტრაგედიის შემდეგ ის მეგობრები არც საავადმყოფოშიც გამოჩენილან. არავინ გაგვკარებია. მითხრეს, რომ წიკლაურს გაუვარდა იარაღი. მათთან მეგობრობდა სერგი. წიკლაურს მეც ვიცნობ, დიდი ხანია არ მინახავს, მის დედასთან ეზადებოდა ჩემი შვილი მათემატიკაში. არ ვიცი, რა მეგობრები არიან ისინი. ვიცი, ადამიანი გაჭირვებაში არ უნდა მიატოვო. მათ მიატოვეს დაჭრილი ბავშვი და გაიქცნენ. ყველა დეტალი ჯერ არ ვიცი, არ მეუბნებიან.“-განაცხადა ციცი ჩხაიძემ.