Express News

მილიარდერთა გატაცებები - რას აკეთებენ, როდესაც ფულს არ შოულობენ

მილიარდერთა გატაცებები - რას აკეთებენ, როდესაც ფულს არ შოულობენ
მილიარდერთა გატაცებები - რას აკეთებენ, როდესაც ფულს არ შოულობენ
მილიარდერები არა მხოლოდ იახტებით, დოღის ცხენებით, ანტიკვარული ნივთებითა და ძვირადღირებული ავტომობილებით ინტერესდებიან, ზოგჯერ მათი ჰობი საკმაოდ უცნაურია, წერს ჟურნალი Forbes-ი.

მაგალითად, როკფელერების კლანის ცნობილი წარმომადგენელი დევიდი ხოჭოების კოლექციონერია. როდესაც სამოგზაუროდ მიდის, მწერის გადასატანი კონტეინერი ყოველთვის თან აქვს. მის კოლექციაში ხოჭო-ბომბარდირის უნიკალურ სახეობასაც შეხვდებით, რომელსაც ეგვიპტის ფარაონები აღმერთებდნენ.

ხოჭოების შეგროვება დევიდმა 7 წლის ასაკში დაიწყო და ის დღემდე გატაცებულია ამ საქმიანობით. როკფელერის მწერების კოლექციას მომავალში ჰარვარდის უნივერსიტეტის ზოოლოგიური მუზეუმი ჩაიბარებს.

უჩვეულო ჰობი აქვს ასევე ბანკირ კლემ დაიქსონ სპენგლერს, რომელიც Bank of America-ს აქციების მფლობელია. თავისუფალ დროს მას ძველი საათების შეკეთება უყვარს. მისი გატაცება 45 წლის წინ დაიწყო, როდესაც დედის ნაჩუქარი XVII საუკუნის საათი გაჩერდა და ფინანსისტმა გადაწყვიტა, საათის მექანიზმის საიდუმლო თავად ამოეხსნა. როცა შინ არცერთი შეუკეთებლი საათი არ დარჩა, მილიარდერმა ძველი საათების შესაკეთებელი სახელოსნო გახსნა.

მისმა მეგობარმა მილიარდერმა გორდონ გეტიმ ნავთობის ბიზნესი მიატოვა, რათა მთელი დრო ოპერისთვის დაეთმო. თავის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს მან შექსპირის პერსონაჟის მსგავსად ”ფალსტაფი” დაარქვა. ჟურნალის მონაცემებით, მილიარდერმა თავისი ოპერა რუსეთის ეროვნულ ორკესტრთან ერთად დადგა.

მუსიკის სიყვარულმა კიდევ ერთ მაგნატს, ფეხბურთის კლუბის მფლობელს ჯეიმს აირსის მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექციონერობა დააწყებინა. მის კოლექციაში გიტარებს ნახავთ, რომლებზეც ჯორჯ ჰარისონი და ჯერი გარსია უკრავდნენ. მაგნატი კოლექციას არ ყიდის, რადგან მიაჩნია, რომ ისინი ფასდაუდებელია. 

adami.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT