''თბილისი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია'' - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება'' ბოლო დროს არაერთ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს.
ორგანიზაცია დედაქალაქში ურნების ნაკლებობაზეც მიუთითებს და ამ საკითხის მოგვარებას კეთილმოწყობის სამსახურს სთხოვს.
„გარემოს დაბინძურების საფუძველს დედაქალაქში ურნების ნაკლებობაც ქმნის. წლების წინ ქალაქში განთავსებული მცირე ზომის ურნები თავის დროზე უხარისხო გამოდგა, რის შედეგადაც ხშირი იყო მცირე წომის ხანძრები ქალაქის სხვადასხვა უბნებში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა უნდა იზრუნოს ამ საკითხის მოგვარებაზე.
გარდა ამისა, ზემოხსენებული პრობლემის გადასაჭრელად უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა თანადგომა. მივმართავთ მოქალაქეებს, თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიზრუნოთ ქალაქის ეკოლოგიაზე და იერსახეზე“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით ადმინისტრირების გამკაცრებას შეეხებადა აცახდებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა იგი შესაძლებელია საზოგადოებაში გარკვეული უსიამოვნებების მიზეზიც გახდეს.
''ყოველი ასეთი ინიციატივის შემდეგ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ჯარიმის ოდენობის შესახებ ინფორმაციის ხშირი მიწოდება, რათა არ წარმოიშვას დაპირისპირება დასუფთავების სამსახურის ინსპექტორთან. ჩვენს ქვეყანაში შიდა მიგრაციის დონე მაღალია და არაინფორმირებულობამ შესაძლებელია უსიამოვნებები გამოიწვიოს'',-აცახდებენ ორგანიზაციაში.
http://cp.ge/