Express News

მერაბიშვილის სიდედრი მერიაში იყო გაფორმებული, ხელფასს იღებდა და სამსახურში არ დადიოდა...

დავით ნარმანიას განცხადებით თანამდებობები მერიაში წინა ხელისუფლების იმ ნათესავბემა დატოვეს, რომლებიც სამსახურში არ დადიოდნენ. მათშორის დედაქალაქის მერის თქმით იყო მერაბიშვილის სიდედრიც, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლა.

"ახლობლურ-ნათესაური ნიშნით თანამშრომლები არ დაგვინიშნავს, მაგრამ ძველი ხელისუფლების ნათესავები, ვინც სამსახურში არ დადიოდნენ, გავათავისუფლეთ თანამდებობებიდან. შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ვანო მერაბიშვილის სიდედრი, რომელიც თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურში იყო გაფორმებული და ხელფასს ისე იღებდა, სამსახურში არ დადიოდა... ყველა, ვინც მოინდომებს საბოტაჟს ან არ ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, მომავალშიც გათავისუფლდება სამსახურიდან", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანია „კვირის პალიტრასთან“

წყარო: "კვირის პალიტრა"

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT