2015 წლის 1 იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი გამკაცრდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტრო გეგმავს ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარებას და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, თუ სადმე აღმოჩნდება ფალსიფიკაცია.
"ეს ემსახურება დარგის კიდევ უფრო გაძლიერებას, პოპულარიზაციას. სოფლის მეურნეობაში ეს დარგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალურად განვითარებული დარგი და სუბსიდირების ნაწილში მომავალ წელს ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავხედავათ. იმედი გვაქვს, რომ აღარ დასჭირდება ამ დარგს სუბსიდირება, რადგან საკმაოდ სტაბილურად განვითარდა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ოთარ დანელიამ ისაუბრა ჭაჭის კონტროლზეც, რომელიც ასევე განხორციელდება. მინისტრის თქმით, ბევრი მეღვინე ჭაჭის კონტროლს ისტორიულ გარღვევად აფასებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჭაჭის კონტროლი მოგვცემს საშუალებას, რომ ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, ყველა ღვინო იყოს ნამდვილი და არა - ფალსიფიცირებული.