მარგველაშვილის პასუხი ღარიბაშვილს: იმისთვის, რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება რაიმე ძალაუფლება და შესაძლებლობა უნდა გქონდეს
მარგველაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს და გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნასთან დაკავშირებით ყურადღებას კომპეტენციებსა და უფლებამოსილებებზე ამახვილებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ფაქიზად მიუდგა საკითხს, რომელიც მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკის საკიტხი არ არის და მას ვერავინ აიძულებს, გადაწყვეტილების მიღებისას 5 წუთი იფიქროს, თუ მეტი.
„საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის კანონით დაგეგმილ ვადაში 5 წუთი იფიქრიოს, თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის. იმისთვის, რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება რაიმე ძალაუფლება და შესაძლებლობა უნდა გქონდეს, რომ დააჩქარო ეს გადაწყვეტილება. 9 წლის განმავლობაში მე სწორედ ეს არ მომწონდა წინა ხელისუფლების, რომ მათ არ იცოდნენ სად მთავრდება კანონი, სად იწყება ვალდებულებები და სად მთავრდება ხელისუფლებების გამიჯვნა. ასე რომ საქართველოს პრეზიდენტმა მაშინ გადაჭრა საკითხი და ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკიტხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენუი ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკიტხი. იმედია, დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკას დაუკავშირდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.