რუსულმა ომონმა მოსკოვში უკრაინის მხარდამჭერები დააკავა
მოსკოვში, მანეჟის მოედანზე მოსკოვის ომონმა იმ მოქალაქეების დაკავება დაიწყო ვინც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საწინააღდმეგო აქციაზე მივიდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაკავებულია დიმიტრი მონახოვი, რომელიც სოციალურ ქსელებში და მიკრობლოგებში პუტინის პოლიტიკის აქტიური მოწინააღმდეგეა.