პოროშენკოს საგანგებო განცხადება (ვიდეო)
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დონეცკის ოლქში სიტუაციის მკვეთრი დაძაბვის გამო თურქეთში ვიზიტი გადადო. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
„მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდო ჩემი სამუშაო ვიზიტი თურქეთში სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო დონეცკის ოლქში კერძოდ, ამბროსიევკსა და სტარობეშევოში. მოხდა რუსეთის არმიის შემოსვლა უკრაინაში. ახლა პრეზიდენტის ადგილი არის კიევში“,-განაცხადა პოროშენკომ. ის ასევე გამოვიდა ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის თაობაზე.