Express News

პროკურატურა სააკაშვილის კოსმეტიკური ხარჯების შესახებ დოკუმენტებს ასაჯაროვებს(+დოკუმენტები)



საქართველოს მთავარი პროკურატურა სააკაშვილის კოსმეტიკური ხარჯების შესახებ დოკუმენტებს ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მთავარმა პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია გაასაჯაროოს სდსს-ს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ერთ-ერთი ეპიზოდი.პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ მ.სააკაშვილის პროცედურებზე დაიხარჯა 399 495 ლარი. კერძოდ მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსი“-სა და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მთავარმა პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია გაასაჯაროოს სდსს-ს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ერთ-ერთი ეპიზოდი. გამოძიების მასალებიდან დგინდება რომ 2009 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ მ.სააკაშვილის პროცედურებზე დაიხარჯა 399 495 ლარი. კერძოდ მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსი“-სა და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად.
რაც შეეხება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებების არასანდოობასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება არაერთი უტყუარი მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ სდსს-ის ბიუჯეტიდან 8 837 461 ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირად საჭიროებებს. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში მოიპოვება სახელმწიფო დაცის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული ხარჯის გაწევის ამსახველი ყველა საჭირო საბუღალტრო და საანგარიშწორებო დოკუმენტაცია, შესაბამისად აღნიშნული ხარჯების ეჭვქვეშ დაყენება მიზნად მხოლოდ საზოგადიების შეცდომაში შეყვანას ისახავს. ასევე საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს დამატებით გავნვამრტოთ, რომ სდსს-ის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვა ასევე დადასტურებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნით. თვალსაჩინოებისათვის იხილეთ სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად, კოსმეტიკური პროცედურების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილი,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ ბმული:



About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT