სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული მიხეილ ბიბილურიძეპატიმრობის პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა დათა ახალაიას კისერზეა.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული აღნიშნულთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებებს "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აკეთებს.
"პირველ რიგში, დათა ახალაიას და სუფრის ზოგიერთ წევრს უნდა ეგო პასუხი. თუ ასეთი მაგარი ხარ, მთვრალმა კაცმა შეგაგინა, გამოდი გარეთ და პასუხი მოსთხოვე. კაცი არა ხარ? ახალაია განდიდების მანიით გაგიჟებული ადამიანია. ასე მგონია, გირგვლიანის საქმე დაბადებიდან ჩემთან ერთად მოდის. მინდა, დროზე დასრულდეს ეს ყველაფერი. ყოველთვის მინდოდა, რომ კვალი ოდესმე ახალაიასთან მისულიყო, რომლის კისერზეც იყო სინამდვილეში ახალგაზრდა კაცის სიკვდილი. მგონი, მოვიდა დრო, მთავარმა დამნაშავემ აგოს პასუხი", - აცხადებს ბიბილურიძე.
http://cp.ge/