„ქარდავა კომპლექსიანი ფსიქოპათი, მელნიკოვი კი დათა ახალაიას შნირი იყო“
სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული მიხეილ ბიბილურიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მეგის ქარდავასა და ოლეგ მელნიკოვზე საუბრობს. მისი თქმით საკანში ყოფნის პერიოდში მას ესმოდა თუ როგორ ექცეოდა ქარდავა პატიმრებს.
"მელნიკოვი იყო დათა ახალაიას "შნირი". 24 საათი მასთან ერთად იყო. დათა ახალაია დათვრებოდა თუ არა, ყველას უაზროდ აგინებდა. სულ რესტორან-რესტორან დადიოდა ღამით ის და მისი დამქაშები. ოლეგასაც მეტი რა უნდოდა, ამხელა გავლენიანი კაცის გვერდით კაის ჭამდა-სვამდა, კარგ სიგარეტს ეწეოდა და მაგარი მანქანებით დადიოდა… რაც შეეხება ქარდავას, ერთხელ აღდგომის ღამეს ერთმა პატიმარმა ქვედა სართულიდან დაიძახა, ქრისტე აღდგა, ძმებოო და ყველამ მიუგო, ჭეშმარიტადო. ეს ცოფიანი ქარდავა მივარდა და იქიდან ისეთი ხმები ამოდიოდა, მტერს. ალანიას ვთხოვე, ჩადი, გააჩერე-მეთქი. ყველაფერი მჯერა, რასაც მაგ ავადმყოფ კაცზე ამბობენ. ქარდავა ერთი კომპლექსიანი ფსიქოპათია. კაცი პატიმრების ცემით წყნარდებოდა და ისეთ პირობებში ჰყავდა, ენა ვერ აღწერს – დაჭაობებულ სარდაფში ალპობდა ხალხს", - აცხადებს ბიბილურიძე.
წყარო: კვირის პალიტრა