Express News

ინგა გრიგოლიას დაკითხვის დეტალები



ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დღეს პროკურატურაში იყო დაბარებული. ამის შესახებ ჟურნალისტმა "ფეისბუქზე" გააკეთა განმარტება. 
როგორც ცნობილი გახდა ჟურნალისტი პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე დაკითხა.
"ამბები.გე" ინგა გრიგოლიას დაუკავშირდა:
-რა შეკითხვები დაგისვათ პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით?
- შეკითხვები არ დასმულა, ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცედურაა, როცა ადამიანი ასეთ გარემოში იღუპება და გამოძიება მიმდინარეობს, სატელეფონო ჩანაწერები აქვთ ამოღებული და მგონი ჩემს გარდა უამრავ ადამიანთან ექნებათ იგივე ტიპის გასაუბრება. მკითხეს რა თემაზე ვკონტაქტობდით და რა განწყობები ჰქონდა იმ პერიოდში ეროსის. მე ხომ მათთვის ინფორმაციის მატარებელი არ ვიყავი? ჩემი სატელეფონო ზარები და სმს-ები იყო დაფიქსირებული ეროსის ნომერზე და ამიტომ დამიბარეს. მე ჩვეულებრივად ავუხსენი გამოძიებას, რომ ძალიან ბევრი წლის შემდეგ პირველად სწორედ საარჩევნო პერიოდში შედგა ჩემი და ეროსის კონტაქტი, როცა მან რუსთავის მერობა გადაწყვიტა და ჩვენი საუბრები ეხებოდა გადაცემაში მის მონაწილეობას. 
წყარო: ambebi.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT