Express News

სკანდალი აჭრაში - მთავრობის მეთაურს ოცნება იმპიჩმენტით დაემუქრა (ვიდეო)

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის დაწყება დააანონსა. საგანგებო ბრიფინგი დღეს დეპუტატმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა გამართა. ბოლო ორი დღის განმავლობაში რეგიონის სამინისტროებსა და საქვეუწყებო დაწესებულეებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ჩიტიშვილი იმ გუნდზე მიზანმიმართულ შეტევად მიიჩნევს, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც მურმან დუმბაძის გუნდი. „ქართული ოცნების“ წევრის მტკიცებით, 2 წლის განმავლობაში მთავრობის თავმჯდომარე ამ გუნდის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა. ალექსანდრე ჩიტიშილის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების გათავლისწინებით, აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის საკითხზე მუშაობას დაიწყებს. ჩიტიშვილმა უპრინციპობაში დაადანაშაულა ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის საგანგებო განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. საპასუხო კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმაც.
წყარო და ვიდეო - ტვ 25

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT