ირაკლი ოქრუაშვილი მისი ორი თანასოფლელის პავლე და ვასილ ქარელების მისამართით მოხდარ სროლაში მონაწილეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ‘’ქართული ოცნების’’ მაჟორიტარი თემო გიგუაშვილიადასტურებს.
ინციდენტი კვირას დაახლოებით საღამოს 22:00 საათზე სოფელ ტყვიავში მოხდა.ოქრუაშვილი დაცვის ორ თანამშრომელთან ერთად ავტომანქანით ‘’ქართული ოცნების’’ მხარდამჭერებს პავლე და ვასილ ქარელებს გაეკიდა. ის ცეცხლსასროლი იარაღით ისროდა, დაზარალებულ ავტომანქანას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც ირკვევა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თანასოფლელებს დაეწია და ფიზიკურადაც გაუსწორდა.
დაზარალებულებიც და მათი ავტომობილიც ამ დროისთვის გაუჩინარებულია და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
როგორს შსს-მ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 11.8 ნაწილით მიმდინარეობს.
როგორს შსს-მ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 11.8 ნაწილით მიმდინარეობს.