Express News

NDI-ს კვლევის თანახმად, ალექსანდრე ჭიკაიძის რეიტინგი გაიზარდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის რეიტინგი გაზრდილია. 

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა - 15% ჭიკაიძის საქმიანობას კარგად, 43% - საშუალოდ, 1% კი, ძალიან კარგად აფასებს.

აღსანიშნავია, რომ NDI-ის წინა კვლევაში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა, ჭიკაიძის საქმიანობას გამოკითხულთა - 14% კარგად, 39% - საშუალოდ, ხოლო 1% - ძალიან კარგად აფასებდა. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია დღეს გამართა. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,338 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT