სპეციალური დავალება საქართველოს მთავრობას უკრაინის მეტი მხარდაჭერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს უკრაინისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის მითითება მისცა. ის დაწვრილებით გაეცნო ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას უკრაინაში გამგზავრების შესახებ. პრემიერის მოწოდებასთან დაკავშირებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმაც. ნოდარ ხადურმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში უკრაინის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.