Express News

,,კაზანტიპი" საქართველოში აღარ გაგრძელდება - დახარჯული 4 მილიონი მოგების გარეშე

მარშუნოკის განცხადებით შესაძლოა უკმაყოფილო სტუმრების შემთხვევაში, ფესტივალის ჩატარება ვეღარასდროს ვეღარ შეძლოს


კაზანტიპის პრეზიდენტის ნიკიტა მარშუნოკის განცხადებით მოლოდინი არ გამართლდა, 4 ათასი სტუმარი ანაკლიისთვის ცოტაა. მისივე განმარტებით, ფესტივალისთვის 4 მილიონი დოლარი დაიხარჯა, მოგებაზე კი საუბარიც არ არის.
მარშუნოკის განცხადებით შესაძლოა უკმაყოფილო სტუმრების შემთხვევაში, ფესტივალის ჩატარება ვეღარასდროს ვეღარ შეძლოს:
„მე და ჩემმა გუნდმა აქ ყველაფერი გავაკეთეთ იმ მოკლე დროში რაზეც შეთანხმებული ვიყავით, ჩვენ საქართველოში კაზანტიპი დავბადეთ, თუმცა, 4 ათასი ადამიანი ამ ტერიტორიისთვის ძალიან ცოტაა. დრო გვიჩვენებს რამდენად სჭირდება საქართველოს კაზანტიპი.
თუ მე დანახარჯი ვერ ამოვიღე და მილიონობით ლარი დამრჩა დაუფარავი, აღარ მექნება საშუალება, რომ აქ ჩავატარი კაზანტიპი და თუ საერთოდ უკმაყოფილო ადამიანები წავიდნენ აქედან, მაშინ, შეიძლება საერთოდ ვეღარ ჩავატარო ეს ფესტივალი“, - განაცხადა მარშუნოკმა და დასძინა, რომ შესაძლოა ფესტივალი საერთოდ ვერცერთ ქვეყანაში ვეღარ ჩატარდეს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT