როგორც თავად ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, სამშობლოში შვილიშვილების სანახავად ჩამოვიდა.
„გალელი ქართველები ხაჯიმბას დასანახად ვერ იტანენ და როცა ბოლო საპრეზიდენოტო არჩევნებში ანქვაბმა მოუგო ხაჯიმბას, ეს დიდნაწილად მათი ანქვაბისადმი ერთსულოვანმა მხარდაჭერამ განაპირობა. შეიძლება ითქვას, ხაჯიმბას პირადი შურისძიების მოტივიც აქვს გალელი ქართველების მიმართ და ამას სიამოვნებით გააკეთებს, მით უფრო, ეს რუსეთის დაკვეთაც არის.
ცხადია, ყველა ქართველი თავჩაღუნული უსიტყვოდ არ დატოვებს სახლ-კარს და ბევრი წინააღმდეგობასაც გაუწევს სეპარატისტებს, მათ შორის, სავარაუდოდ, შეიარაღებულსაც.
„გრუ“-ს გეგმის თანახმად, სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს თენგიზ კიტოვანი თავისი მომხრეებით. კიტოვანი და ორგანიზაციის წევრები შემოიკრებენ თანამოაზრეებს და გალელი ქართველების დასაცავად, სამეგრელოში ჩავლენ. მართალია სამგრელოში კიტოვანს დიდი სიხარულით არავინ დახვდება, რადგან ამ რეგიონის მაცხოვრებლებს ბევრი საშინელება დააწია კიტოვანმა...
სამეგრელოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გადმოტანა, ფაქტობრივად, რუსეთ-საქართველოს ახალი ომი იქნება და ეს ომი რა შედეგით დასრულდება, ძნელი წარმოსადგენი არ არის“, - წერს „ალია“.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.
„გალიდან აფხაზებმა ქართველები რომ გამოყარონ მათ დასახმარებლად წავალ, აბა, არ წავალ? გვერდში დავუდგები და დავიცავ, რითაც შემეძლება, მაგრამ გალელებს კი არა, ყველა ქართველს დავუდგები გვერდით, ვინც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას შეეცდება. თუ გალში რამე მოხდა, მე ჩემით იარაღს არ ავიღებ, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე არ ავიღებ იარაღს.
თუ ომი დაიწყო, მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით წავალთ და ვიბრძოლებთ, მაგრამ ისე, ჩემი ინიციატივით, არსად არ ჩავერევი. მე ნუ დამაბრალებენ, თუ სადმე რამე მოხდა. აფხაზეთში ისედაც მყიფეა ვითარება და ომი თუ დაიწყო, კიტოვანი არაფერ შუაში იქნება...
ვინც ეგ გითხრათ, რომ თენგიზ კიტოვანი აფხაზეთის ომის პროვიცირებას აპირებსო, გადაეცით, რომ თვითონ არის პროვიკატორი და რუსეთის აგენტი. მე არაფერს ცუდს არ ვაპირებ ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის“, - აღნიშნა თენგიზ კიტოვანმა.