სოლიდარობა "ალიას"
წლებია, "ალია"-"ქრონიკას" უამრავი ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური ზეწოლისა თუ ფინანსური მარწუხებისა და წნეხის ქვეშაც კი არ გადაუხვევია მთავარი პრინციპისთვის - არასდროს უთქვამს თეთრზე, შავიაო! ამიტომაც დაგვსაჯეს და ჩვენი პრინციპულობა, სიმართლე 53500 ლარი დაგვისვეს ("ფრესკოს" "აყროლებული ქათმის" სტატია კი 6500 ლარად შეგვიფასეს)! გაზეთისთვისაა ეს დიდძალი თანხა, თორემ ზოგიერთისთვის ერთი თვის პრემიაა. სამართლებრივად, პროტესტის სხვა ყველანაირი ფორმის გამოხატვითაც კი, აყროლებული ქათმებითაც რომ გავავსოთ დაბრმავებული ქართული სამართალი, ან კუბლაშვილი თავის მოსამართლეებიანად (თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, მაია ბაქრაძე, ვანო წიკლაური, თამაზ ურთმელიძე) - განაჩენი არ შეიცვლება, საბოლოოა და თანაც უტიფრად თავხედური - გასაჩივრებას აღარ ექვემდებარებაო. რადგან სიმართლის თქმისთვის ფულს გვთხოვენ, იძულებული ვხდებით, ქართულ ისტორიაში გაზეთისთვის უპრეცედენტო ჯარიმის გადასახდელად "თიბისი ბანკში" სპეციალური ანგარიში გავხსნათ:
GE30TB7568636020100001
ყველას, ყველას, ყველას, ვისაც გწამთ ჩვენი და გჯერათ, რომ ორ ათწლეულზე მეტია, "ალია"-"ქრონიკას" სიმართლე ტყუილად არ უწერია, დაჩაგრულის დასაცავად ტყუილად არ უბრძოლია! ახლა გვჭირდებით, რომ თუნდაც სიმბოლური ერთი ლარით გამოხატოთ თქვენი პოზიცია, ერთად შემოვულაწუნოთ ქართულ, გამომძალველ, დაბრმავებულ სასამართალოს, ვინძლო გამოფხიზლდეს.
რა მნიშვნელობა აქვს, ვის მხარესაა სიმართლე, უკვე მთავარია, ვის უჭირავს იარაღი, ანუ ფული.
-------
პირველი შემოწირულობა ანგარიშზე უკვე შეიტანეს:
1. შპს სტამბა "ტორის" ხელმძღვანელმა ნუკრი დოლიძემ - 1000 ლარი; 2. ჰომეოპათმა კახა საბახტარიშვილმა - 100 ლარი, 3. ტარიელ თაბაგარი - 3 ლარი, 4. ადვოკატი გურამ გვენცაძე - 100 ლარი, 5. დავით მამუკაშვილი - 1 ლარი, 6. მერაბ ომიაძე - 1 ლარი, 7. "ახალგაზრდა ადვოკატები" - 100 ლარი, 8. "ტოიოტა-ცენტრის" ხელმძღვანელი ირაკლი გურჩიანი - 1500 ლარი, 9. ირაკლი ქავთარაძე - 49 ლარი; 10. ოთარ ჯანდიერი - 10 ლარი; 11. ნათელა მაღლაკელიძე - 50 ლარი; 12. ს/ს "გურმანი" - 50 ლარი; 13. ენრიკო იაკობაშვილი - 1000; 14. ბესიკი ადამია - 5; 15. ანა იმნაიშვილი - 5; 16. ჯიბუტი - 10; 17. დიმიტრი-ელენე-ენვერ ენდელაძე - 3; 18. რიმა გოჩიაშვილი - 50, 19. გელა სულაბერიძე - 2, 20. სერგო მწითურიძე - 100. 21. თამარ მდივნიშვილი - 5. 22. იოსებ ვაშაკიძე - 5, 23. ირინე ტატუნიშვილი - 5, 24. ნუკრი რევიშვილი - 10, 25. ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი - 500, 26. მანანა ვახტანგაძე, რევაზ ფახურიძე - 1, 27. ამხანაგობა საადვოკატო ბიურო მიგრიაული და პარტნიორები - 70, 28. ვასილ მეტერეველი - 10, 29. ლაერტი ზუბადალაშვილი - 100.30. ჯუმბერ ტაგანაშვილი - 10, 31. შპს "ნილი" - 50.
მადლობა მათ თანადგომისთვის
-------
"ალიას" და "კვირის ქრონიკას" სოლიდარობას უცხადებენ