Express News

კოტე კუბლაშვილი გვევლინება მთავარ წინაღობად ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის საქმეში



პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძის განცხადებთ, არსებობს "გონივრული ეჭვი", რომ სწორედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  კოტე კუბლაშვილი გვევლინება მთავარ წინაღობად ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის საქმეში.
"თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებულ "ნაცმოძრაობის“ და მათ მომხრეთა „ნარჩენების“ მიერ ატეხილ „გნიასს და კრიახს“, საქართველოს ხელისუფლებამ კანონის უზენაესობა და უმკაცრესი დაცვა უნდა დაუპირისპიროს, ვინც არ უნდა იყოს კანონდამრღვევი, - დეპუტატი თუ ყოფილი პრეზიდენტი! ამავდროულად, თუ კიდევ განმეორდა სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ორჭოფული მოქმედებანი (დაკავება-გაშვება და სხვა), რასაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი და რაშიც აშკარა გავლენა იგრძნობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის მხრიდან, მაშინ, საქართველოს საზოგადოებრიობის მოთხოვნით უნდა დადგეს მისი გადადგომის საკითხი, ვინაიდან, არსებობს "გონივრული ეჭვი", რომ სწორედ უზენაესი სასამართლოს თავ-რე ბ-ნი კ.კუბლაშვილი (რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს!) გვევლინება მთავარ წინაღობად. არადა, ქართული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეუქცევადად და კანონის უპირობო დაცვით განხორციელდეს სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რასაც დაჟინებით ითხოვს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT