ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაზრდილმა კრიმინალურმა შემთხვევებმა საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა საწინააღმდეგო სტატისტიკას აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის მიხედვით, დანაშაულის რაოდენობამ იკლო.
ოფიციალური ინფორმაციის მიუხედავად, მედიასაშუალებებით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში სხვადასხვა დანაშაულებები თითქმის ყოველდღე ხდება. ხშირია მკვლელობის, გაუპატიურებისა და წვრილმანი ქურდობის ფაქტები.
კრიმინალური მდგომარეობის გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტში უმრავლესობის წევრები შსს სტატისტიკას ეთანხმებიან. ბევრი მათგანი გავრცელებულ ინფორმაციებს პოლიტიკურ ოპონენეტებს მიაწერს და აღნიშნავენ, რომ დესტაბილიზაციაზე და კრიმინალურ სიტუაციაზე ინფორმაციის გავრცელება სწორედ მათი დამსახურებაა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, დანაშაული ევროპის ყველა ქვეყანაში ხდება. მისი თქმით, არ არსებობს სახელმწიფო, სადაც მკვლელობის, გაუპატიურებისა და ქურდობის ფაქტები ყოველდღე არ ხდებოდეს, თუმცა სამართალდამცველებმა ის აუცილებლად უნდა გამოიძიონ.
"არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვით, დანაშაულის ზრდა რეალურად არ არის, თუმცა არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც საკმაოდ მძიმეა. ფიზიკური ანგარიშსწორებები თუ გაუპატიურებები ძალიან ცუდი და გაუმართლებელია, თუმცა ნაწილი გახსნილია და ნაწილზე გამოძიება მიმდინარეობს. ასე რომ, ყველა დანაშაულზე პასუხი იქნება გაცემული. ცხადია, ეს არ არის კარგი, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ კრიმინალის ზრდა არის, არ არის სწორი. ვერ ნახავთ სახელმწიფოს, სადაც კრიმინალი ყოველდღე არ ხდება. ხდება ყაჩაღობაც, გაუპატიურებაც, მკვლელობაც და ათასი უბედურებაც. ასე რომ, სახელმწიფოში ასეთი დანაშაულებები ხდებოდა და ბუნებრივია ხდება ახლაც. მაგრამ ეს ყველაფერი სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ და დამნაშავე უნდა დაისაჯოს", - აცხადებს მანანა კობახიძე.
უმრავლეოსობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დანაშაულის მატებასთან დაკავშირებით ინფორმაციის სხვა კუთხით გაშუქება ზოგი მედიასაშუალებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც გარკვეული ფონის შექმნას ცდილობენ.
"ვერანაირ ინფორმაციას საზოგადოებაში ვერ დამალავ, მით უმეტეს მძიმე დანაშაულს როცა ეხება. ერთი და იგივე დანაშაულს
ფაქტების მიუხედავად, დანაშაულის ზრდასთან დაკავშირებით შსს-ს სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება. 2013 წელს დანაშაულთა წლიური ციფრი 28 970-ს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 10 036-ით ( 25,7%) ნაკლებია.
ირაკლი აკობია, Ambebi.g