Express News

პაატა ქარდავას მკვლელობის გახსნა საკმარისია რომ ნაცმოძრაობა არჩევნებიდან მოიხსნას, ზუგდიდი აღშფოთებულია


პაატა ქარდავას მკვლელობის გახსნა საკმარისია რომ ნაცმოძრაობა არჩევნებიდან მოიხსნას, - ამის შესახებ „დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიმ განაცხადა. მისი თქმით, ნაციოანალური მოძრაობა არ არის პოლიტიკური პარტია. ნაციონალური მოძრაობა არის ქართული „ალ-ქაიდა", მკვლელების ბანდა და ეს პარტია უნდა გასამართლდეს და მათ არანაირი მორალური უფლება არ აქვს არჩევნებში მიიღონ მონაწილოება. 
„ასე კლავდნენ ადამიანებს, ასე იკარგებდოდნენ, ასე იტაცებოდნენ. პაატა ქარდავა იყო უდანაშაულო. მას დააბრალეს რუსეთის აგენტობა, ვერ დაუმტკიცეს და მერე ასე სადისტურად მოკლა რომან შამათავამ. ეს ფაქტი მეტყველებს ერთ რამეზე - ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკაში არსებობა არ შეიძლება. თენგიზ გუნავა იყო მაშინ სამხარეო პოლიციის პოლიციის უფროსი, როლანდ ახალია იყო მთავარი პროკურორი, ვანო მერებიშვილი იყო შსს მინისტრი, და რაც მთავარია მიხეილ სააკაშვლი იყო პრეზიდენტი. მხოლოდ რომან შამათავას კი არ უნდა დაბარლდეს ეს დანაშაული, ეს იყო სისტემური დანაშაული. ასე უსწორდებოდნენ ისინი ადამიანებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მათ არ აქვთ მორალური იფლება იყვნენ პოლიტიკაში და მით უფრო მონაწილეობდნენ არჩევნებში. ანი ნადარეიშვილი გვამს ითხოვს? რამდენიმე წლის წინ შამათავამ კაცი მოკლა, სანაპიროდან ათი კილომეტრის მოშორობით ადამიანს ლოდი გამოაბეს ზღვაში გადააგდეს და გვამი უნდა ახლა? ეს ხომ ცინიზმია. ამაზე დიდი დაცინვა შეიძლება ახლა გარდაცვილის ოჯახის და მის ახლობლებისადმი? ამ განცხადებით რომ თან აღიარეს ფაქტი, იმას თუ ხვდება ნადარეიშვილი. ვის დასციანიან ახლა - გვამი არ გაქვთო. ზუგდიდი არის აღშფოთებული", - განაცხადა მიქაიამ. 
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. 
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგენილია: 
2008 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ქ.ბათუმში ჩაყვანა.
მიღებული დავალების შესაბამისად, 2008 წლის 27 აგვისტოს, ქ. ზუგდიდში არსებული ფოსტის შენობის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს პაატა ქარდავას, რომელიც გადაადგილდებოდა პირად სარგებლობაში არსებული "მერსედესის" მარკის ავტომანქანით და წაიყვანეს ქ. ფოთის მიმართულებით.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხელბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა გადასვეს ,,ნივის" მარკის ავტომანქანაში, რომლითაც გადაიყვანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში, სადაც გადასცეს რომან შამათავას და მის თანამზრახველებს, ხოლო პაატა ქარდავას სარგებლობაში არსებული ავტომანქანა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს თანამშრომლებმა კვალის არევის მიზნით დატოვეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში.
რომან შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა პაატა ქარდავა გადაიყვანეს ბათუმში და მიიყვანეს შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პაატა ქარდავას, რომელიც თავის მხრივ კატეგორიულად უარყოფდა აღნიშნულს.
რომან შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა ჩასვეს აღნიშნულ ნავში, რომან შამათავამ მას ფეხზე მოაბა ბეტონის ნატეხი და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო.
ჩადენილი დანაშაულისთვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით.
საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო", - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში. 
შსს-ის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 109 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით. 
ამასთან, რომან შამათავა უკვე დაკავებულია ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმესთან დაკავშირებით. 
სამინისტროს ცნობით, 2008 წლის 21 მაისს საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხურჩაში ორი სამგზავრო ავტობუსის აფეთქება რომან შამათავას ორგანიზებით მოხდა. მასალების მიხედვით, ააფეთქეს ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობისთვის ზუგდიდში უნდა გადაეყვანა. აფეთქებამ გამოიწვია მოსახლეობის დაპანიკება და დაიჭრა ერთ-ერთი ადგილობრივი. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, რომან შამათავას და მალხაზ მურღულიას ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT