Express News

პაატა ქარდავას ოჯახი თენგიზ გუნავას დასჯასაც ითხოვს



თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას ოჯახის წევრები მის მკვლელობაში ბრალდებულ რომან შამათავასთან ერთად 2008 წელს სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვს.
პაატა ქარდავას ცოლი ელისო სართანია ამბობს, რომ შამათავა მარტო ვერ მოკლავდა ქარდავას და ეს არ მოხდებოდა ისე, რომ ინფორმაცია არ ჰქონოდათ ხელმძღვანელებსაც. ისინი ბრალს უყენებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელ სამხარეო პოლიციის უფროს თენგიზ გუნავას.
თენგიზ გუნავა ქარდავას ოჯახის წევრების ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მას არანაირი შეხება არ ჰქონია ამ საქმესთან და ხელისუფლება ქარდავას საქმით წინასაარჩევნოდ მანიპულირებას ცდილობს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT