გუშინ, ავსტრალიის ერთ-ერთ გამოცემაში სტატია გამოქვეყნდა, რომლიდანაც ირკვევა, რომ გიორგი მარგველაშვილისადმი მიწერილ წერილში, ლგბტ საზოგადოებისადმი გამოთქმული თავისი კრიტიკული დამოკიდებულების გამო, ავსტრალიის ლგბტ საზოგადოების მოთხოვნით, იქ მოღვაწე ქართველი ოპერის მომღერალი თამარ ივერი, შესაძლოა, სამსახურიდან დაითხოვონ.
ამის მიზეზი გახდა მისი 2013 წელს მიწერილი წერილი გიორგი მარგველაშვილისადმი(თამარ ივერი პრეზიდენტს: "ნუ ატენით ქართველ ხალხს პირში დასავლეთიდან წამოსულ ფეკალიებს"), რომელშიც ის ლგბტ პირებისადმი თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოთქვამდა და პრეზიდენტს ეროვნული ღირსებების დაცვისაკენ მოუწოდებდა.
ავსტრალიის ადგილობრივი ლგბტ საზოგადოების მოთხოვნით, სწორედ ამ წერილის გამო, შესაძლებელია, თამარ ივერი სამსახურიდან დაითხოვონ, აღნიშნულზე წერს ავსტრალიური პრესა.
წყარო: