გირგვლიანის საქმის პროცესზე დღეს თაკო სალაყაიას დაკითხავენ
დღეს საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის არსებითი განხილვა განახლდება. პროცესზე თაკო სალაყაიას მოწმის სტატუსით დაკითხავენ და მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სასამართლომ უკვე დაკითხა დაზარალებულები ლევან ბუხაიძე, სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი და ზაალ ქურციკაშვილი