Express News

სკანდალური საქმის სკანდალური დეტალები-''არ გაახმაუროთ, რომ აწამეს, თორემ გოგოა, გათხოვება ხომ უნდა!'' - რა უთხრა გამომძიებელმა გორში ნაპოვნი 14 წლის გოგონას მშობელს




3 ივნისს, გორში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 14 წლის გოგონა გამვლელებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
გოგონას ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნება, რადგან, მოზარდს ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული, გულ-მკერდის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
როგორც თვითმხილველი „კვირის პალიტრასთან" აცხადებს, გოგონა მისმა ვაჟმა იპოვა სადარბაზოსთან. თვითმხილველი ფიქრობს, რომ გოგონა ვიღაცამ აწამა, შემდეგ კი სადარბაზოსთან მიიყვანეს და იქ დატოვეს მძიმე მდგომარეობაში.
საუბედუროდჩვენს სადარბაზოსთან უკუნეთი სიბნელეაალბათ ამით ისარგებლა იმნაძირალამვინც ეს ბავშვი იქ დააგდო. სადარბაზოში რომ გავედი, ბიჭმა მითხრა, - რაღაც ისეთიხმები მომესმათითქოს ლეკვი კვდებაომივანათე და რას ვხედავასფალტზე ეს ბავშვიეგდო. მივვარდი, წამოვწიე და ჩავძახე, - შვილო, რა მოგივიდა-მეთქი! თვალები გახელილი ჰქონდა და უაზროდ მიყურებდა... მე წამოყენებას ვცდილობდი, ჩავძახოდი, შვილო, ადექი-მეთქი, ის მომშტერებოდა,ვერაფერს მეუბნებოდა და მართლა პატარა ლეკვს რომ სტკივა და იტანჯებაისეთი ხმებიამოსდიოდა. ამხელა კაცი ამან ისე მომცელა, ისიც კი ვერ მოვიფიქრე, სასწრაფოში ან პატრულში დამერეკა, მეზობელს ვურეკავდი... უცებ დამარტყა თავში, პატრულს უნდა დავურეკო-მეთქი და 5 წუთში მოვიდნენ. თურმე კანაფის წვრილი თოკი ჰქონია ყელზე შემოჭერილი, რასაც მე ვერ მივხვდი... ეს რა ვნახე! ასფალტზედაგდებულს და ცოცხალმკვდარსაც კი ეტყობოდარომ ულამაზესია. რა უფლება მაქვს, რომ დასკვნები გამოვიტანო, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, - ზოგმა რომ თქვა, გოგო თავს იკლავდაო, ეგ სისულელეა. მე ასე მგონია, ეს უბედური ბავშვი ვიღაცამ აწამა და მერე ჩვენს სადარბაზოსთან მოიტანეს დადააგდეს...“ - ყვება თვითმხილველი მამაკაცი „კვირის პალიტრასთან“.
14 წლის გოგონას ახლობლები თვითმკვლელობის ვერსის გამორიცხავენ. ოჯახის ერთ-ერთი ახლობელის განცხადებით თვითმკვლელობის ვერსია გოგონას დედას თავად გამომძიებელმა შესთავაზა.
„თვითმკვლელობის  ვერსიაპირდაპირ ვიტყვიგამომძიებელმა შესთავაზა ბავშვის ისედაცგაუბედურებულ და გამწარებულ დედას, - ქალბატონოახლა უნდა თქვათრომ თქვენი შვილითავს იკლავდაარ გაახმაუროთრომ აწამესთორემ გოგოაგათხოვება ხომ უნდაო! იმასაცპირდაპირ ვიტყვირომ იმ გამომძიებლის ”ბრძნული” რჩევის შემდეგ არც ობიექტური გამოძიებისიმედი გვაქვსმაგრამ ამ დანაშაულს არავის შევარჩენთ! - აცხადებს ოჯახის ახლობელი „კვირის პალიტრასთან“.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT