სკანდალი-სანდრო ბრეგაძე ხელისუფლებაში მყოფი აგენტების გასაჯაროებას აანონსებს
მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერის სანდრო ბრეგძის ინფორმაციით, მეგის ქარდავას და სოსო თოფურიძის პირადი აგენტები საქართველოს ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსნები არიან. როგორც ბრეგაძე აცხადებს ეს ადამიანები "ქართულ ოცნებაში ჩანერგეს".
SOS!!!SOS!!!SOS!!! - პატივცემულო მეგობრებო! უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე არჩევნების დამთავრებამდე არცერთი პოსტი არ გამომექვეყნებინა, მაგრამ რაც გუშინ საღამოს ჩემმა თვალებმა იხილა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვიმეორებ, რომ ლუსტრაციის აქტი აუცილებლად მისაღებია, თუ რატომ ამას აქვე ავხსნი - გუშინ საღამოს მე და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს რომან კუსიანს, ასევე ჩვენს 2 მეგობარს, მეგობრებმა წარმოგვიდგინეს ექსპერტიზის მიერ ნამდვილად დადასტურებული დოკუმენტების ნუსხა, ეს გახლავთ ახალაიას და სოსო თოფურიძის დროინდელი კუდის არქივიდან ამოღებული დოკუმენტები. ეს არის ე.წ.პოლიტიკური აგენტების ხელწერილები და აგენტურული დამუშავების დოკუმენტები, დაახლოებით 20 ხელწერილი კუდ-თან ნებაყოფლობითი თანამშრომლობის შესახებ, ინფორმაციები "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ნაძირალა აგენტები აწვდიდნენ მეგის ქარდავას(სამხედრო პოლიცია) და სოსო თოფურიძეს(კუდი). რაც ყველაზე სამწუხაროა, აღმაშფოთებელია, საშინელებაა არის ის რომ მეგის ქარდავას და სოსო თოფურიძის ეს პირადი აგენტები გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსნები, რომლებიც დიდი მუშაობის შედეგად ჩანერგილ იქნენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, 20 მდე პოლიტიკოსი (პოლიტიკური ლიდერი) რომლებიც აგენტურულ ცნობებს აწვდიდნენ ოპოზიციის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს და დღესაც გახლავან მათი ნების უტყვი შემსრულებლები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ დოკუმენტებს გავლილი აქვთ ექსპერტიზა და დადასტურებულია რომ ხელმოწერები, დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, დოკუმენტების ნაწილი უკვე გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. (ასევე აგვიხსნეს რომ არსებობს ამ გადაბირების ფაქტების ვიდეომასალებიც). - P.S.ეს დოკუმენტები გამოქვეყნდება ამ კვირის ბოლოს, ამიტომ მანამდე პირობა გვაქვს მიცემული რომ არ გავასაჯაროებთ ამ ე.წ.ლიდერების, კუდის აგენტების ვინაობას. ამ დოკუმენტების ხილვისას საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს ხელოვნური კოჰაბიტაცია სწორედ ესეთი აგენტების მხარდაჭერილი აქტია და მათი ნაცსპეცსამსახურების აგენტობა გახლავთ მთავარი ფაქტორი სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეფერხებისა!", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
newposts.ge