Express News

პატრიარქი: „ჩემთვის შენ უკვე მერი ხარ დავით, უფალი გფარავდეს“


ორიოდე დღეც და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ოფიციალურად შეწყდება, ხოლო კანდიდატები მოლოდინის რეჟიმში გადავლენ. მანამდე კი აქტიური შეხვედრები გრძელდება და ბევრს გაუკვრიდა, როცა თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დედაქალაქიდან გასვლა გადაწყვიტა. იმის მიუხედავად, რომ კანდიდატთათვის თითოეული წუთი ძვირფასია, ნარმანიამ ბარისახოს მიაშურა და ფესტივალ „ქართული სულის“ დახურვას დაესწრო. ფესტივალის ფარგლებში პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი „საუკუნის გზის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, თუმცა მთავარი სულ სხვა რამ გახლდათ.

ბარისახოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ჩავიდა და ფესტივალის დახურვას ნარმანიასთან ერთად დაესწრო. სწორედ საზეიმო კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა ის, რაც შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა - პატრიარქმა ჯვარი ამოიღო და თბილისის მერობის კანდიდატს გადასცა, დალოცა და მშვიდი ხმით უთხრა, ჩემთვის შენ უკვე მერი ხარ დავით, უფალი გფარავდესო...

ზოგადად, ძალიან ძნელია წარმოიდგინო, შეძლებდა თუ არა პატრიარქის გარეშე საქართველო იმ ბეწვის ხიდზე გავლას, რომელზეც დღესაც მიდის და ძნელია არ დაეთანხმო საყოველთაო აზრს, რომ პატრიარქმა საქართველო არაერთხელ იხსნა. შესაბამისად, ამ მომენტს აუღელვებლად ვერავინ შეხედა და ის, რომ ნარმანიამ საარჩევნო პიკის დროს თბილისიდან გასვლა და სალოცავზე ყოფნა გადაწყვიტა, არ უნდა იყოს უმნიშვნელო. ამით მან დაამტკიცა, რომ არამარტო თბილისის მერი იქნება, არამედ ის ყოველთვის იქ იდგება, სადაც კონკრეტული საჭიროება მოითხოვს.

რეალობას თუ შევხედავთ, წარმოუდგენელია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თბილისის მერობა ვერ ირგუნოს და მთავარი საჯილდაო ახლა ის არის, თუ რამდენ კაცს შეიყვანს პროპორციული სიით საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობა“.

არის ინფორმაცია, რომ ნაციონალებს სამი კაცის შეყვანა სურთ, რათა როგორმე ერთი ფრაქცია შექმნან და შემდეგ სასაუბრო ტრიბუნა ჰქონდეთ. არადა, საუბარი ამ ქვეყანაში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არავის აქვს აკრძალული და საამისოდ სპეციალური ტრიბუნა საჭირო ნამდვილად არ არის...

რაც შეეხება ნარმანიას მომავალ გეგმებს... ლომისობაზე პატრიარქისგან ნაჩუქარი ჯვარი ნარმანიას ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას უორმაგებს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT