აბაშის კანიონიდან 7 ახალგაზრდის გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება
მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მდინარე აბაშა კანიონში მდინარის ადიდების გამო რამდენიმე პირი ჩარჩა. ახალგაზრდები კანიონში იმყოფებოდნენ , რა დროსაც მოულოდნელად მდინარე ადიდდა. ახალგაზრდებმა უსაფრთხო ადგილი მოძებნდა შეძლეს თუმცა ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით წყლის დონე უფრო მეტად იმატებს, რის გამოც შესაძლოა სიტუაცია გართულდეს. მაშველები ადგილზე უკვე მობილიზებულები არიან.