საცხოვრებელი სახლის მე-5-ე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა
საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულის აივნიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა.შემთხვევა გუშინ მოხდა, გოგონას მოტეხილობა ბეჭის არეში აღენიშნება. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც "პირველ რადიოს" იაშვილის კლინიკის პრესსამსახუმა განუცხადა, ამ დროისთვის 4 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.მათივე ინფორმაციით, გოგონას ტრავმატოლოგიურ კლინიკაში დღეს გადაიყვანენ. გავრცელებული ინფორმაციის 4 წლის მოზარდს მშბლები არ ჰყავს და მას ბებია ზრდის.