გარდაბანის ცენტრში დღესაც პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. ადგილზე შეკრებილი ეთნიკური აზერბაიჯანელები იმ პირების დასჯას მოითხოვდნენ, რომლებმაც, მათივე მტკიცებით, გუშინ რაიონში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„გარდაბნის ცენტრში დაახლოებით 14:15 წუთზე მოვედით, სწორედ იმ მომენტში დაიწყეს ცენტრში შეკრება ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიით, აგრესია განსაკუთრებით მაშინ გაუმძაფრდათ, როდესაც კამერა დაინახეს, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მოამბის“ ოპერატორს ნუგზარ ფანქველაშვილს, რომელსაც მოსთხოვეს რომ გადაღება შეეწყვიტა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც აქციის მონაწილეებთან გამოვიდნენ საპატრულო პოლიციის წამომადგენლები, ჩვენთვისცნობილი გახდა აგრესიის მიზეზი, ისინი გუშინდელი ინციდენტის მონაწილეების დასჯას მოითხოვნენ",- აღნიშნა ჩართვის დროს "მოამბის" ჟურნალსიტმა.
დღევანდელი აქციის მონაწილეები პარტიულ კუთვნილებას კატეგორიულად გამორიცხავდნენ. ამ დროისთვის ქალაქის ცენტრში დაძაბული სიტუაცია შედარებით განეიტრალებულია.