Express News

გლდანში მეზობლები ორი შვილისა და მოხუცი დედის პატრონ გოგონას ოთახიდან იძულებით აძევებენ



გლდანში საცხოვრებელი კორპუსის მეზობლები ორი შვილისა და მოხუცი დედის პატრონ გოგონას ოთახიდან იძულებით აძევებენ.

ტელეკომაპნია „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

გოგოგნა, რომელიც ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა, ბინის ქირის გადაუხდელობის გამო, ბინიდან გამოაგდეს და ამის შემდეგ, საცხოვრებლად ამავე კორპუსის ერთ ოთახში შევიდა, რომელშიც საცხოვრებელი პირობები არ არის, თუმცა მას დღეს მეზობელი ქალბატონები შეუცვივდნენ და მისი იძულებით გამოსახლება სცადეს.

მეზობლები ოთახის არდატოვების შემთხვევაში მას მკვლელობით ემუქრებიან.

გოგონას განცხადებით, მეზობლები მის გაძევებას მხოლოდ იმიტომ ცდილობენ, რომ საკუთარი ბინების გაფართოება სურთ. ის სოციალურად დაუცველია და ორი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს.

შენობა, რომელშიც ინციდენტი მოხდა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT