Express News

დეპუტატ ლექსო თამაზაშვილს დიპლომი არ აქვს და ჯერ კიდევ სტუდენტია



დეპუტატ ლექსო თამაზაშვილს დიპლომი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს. IDFI-მა პარლამენტის აპარატს პარლამენტის წევრთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების მიღების მოთხოვნით მიმართა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ლექსო თამაზაშვილი ჯერ კიდევ სტუდენტია.

ქართული ოცნების პარტიული სიით არჩეული დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი 2002 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჟამად რეგისტრირებულია როგორც 2013-2014 სასწავლო წლის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT