პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს. იგი იმ ინციდენტის მონაწილე გახლავთ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე მოხდა.
სავარაუდოდ დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მამაკაცი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. თავად საქმეზე აღძრულია საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ინციდენტი 2 -ჯერ მოხდა.