პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, თენგიზ კიტოვანი და ლევან ვასაძე მივიდნენ
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, თენგიზ კიტოვანი და ლევან ვასაძე მივიდნენ. მათი განცხადებით, ისინი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან რამდენიმე ფრაზის ამოღების შესახებ პეტიციას შეურთდნენ. ლევან ვასაძის განცხადებით, ის პარლამენტთან იმიტომ მივიდა, რომ სამოქალაქო პოზიცია გამოხატოს "ამაზრზენი კანონის წინააღმდეგ". რაც შეეხება კიტოვანს, გარდა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებისა დღეს კიტოვანმა საქართველოს პარლამენტის დაშლაც მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან შეკრებილი არიან ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეების ერთი ნაწილი. ისინი ამ კანონიდან რამდენიმე ფრაზის, მათ შორის, "სექსუალური ორიენტაციის", "გენდერული იდენტობის" დაუყოვნებლივ ამოღებას ითხოვენ