სასწრაფოდ - სროლა და ჩხუბი გარდაბანში
დაძაბული იყო ვითარება გვიან ღამით გარდაბნის ცენტრში. "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით ქალაქის ცენტრში მათ ოთხ აქტივისტს დაუდგენელმა პირებმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც რამინ ბაირამოვა „პირველ რადიოსთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა მისი ადგილზე მისვლის შემდეგ თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. მოგვინებით კი ნაციონალური მოძრაობის იგივე აქტივისტებს თავს, უკვე ქალაქის ცენტრში მდებარე ჩაიხანაში დაესხნენ. ბაირამოვის განცხადებით ჩხუბის და თავდასხმის განეიტრალება პოლიციელმა სცადა თუმცა თავდამსხმელები მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბაირამოვის თქმით თავდასხმა ამით არ დასრულებულა და ცოტა ხანში ჩაიხანასთან 100-ზე მეტი ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც აქტივისტებზე თავასხმა უკვე ჩაიხანის გარეთ გააგრძელეს. ადგილზე მისულ პლიციას, ბაირამოვის თქმით ხალხის დასაშლელად ჰაერში სროლაც კი დასჭირდა. როგორც ბაირამოვი აცხადებს ვითრება ამ წუთებშიც დაძაბულია - ქალაქის ცენტრში უამრავი ადამიანია შეკრებული. „პირველი რადიო“ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
http://pirveliradio.ge/