მიხეილ სააკაშვილის ახალი „ფეისბუქ-პოსტი“
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ:
„ღირს გადავიკითხოთ კლასიკოსები
გთავაზობთ ამონარიდს მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძედან“:
“ერთი ჯგუფი ასე ჭორიკნობდა:
- ახალი ამბავი გაიგე? ეკითხებოდნენ ერთმანეთს ქუჩებსა,
კლუბებსა, თეატრებსა და რესტორნებში, - (კვაჭი კვაჭანტირაძე) ჩამოსულა.
- შენი ჭირიმე. მართლა? მადლობა ღმერთს!
და იმ ჯგუფს ასეთი ცეცხლი ეკიდებოდა:
- თურმე ევროპის ბანკებში ორმოცი მილიონი ნაღდი ფული დაუგროვებია.. სთქვა ერთმა.
- ორმოციც იქნება და ასიც
- თურმე ეს ფული აქ უნდა ჩამოიტანოს და დაატრიალოს.
- მე ნამდვილს გეტყვით. თურმე ოცი მილიონი მთავრობას უნდა ასესხოს ბონების გასამტკიცებლად, ოცი მილიონი გზებზე დახარჯოს, ორმოცი - ელექტროს სადგურებზე, ოციოდე ქარხნების მოწყობაზე, ათიოდე - სტიპენდიებზე, და ორმოციოდე - ჯარზე.
მეორე ჯგუფშიც დაახლოებით იგივეს იმეორებდენ და (კვაჭის) წარსულს იგონებდენენ.
-(კვაჭმა) დრევანდელი ბედისაგან რუსეთი ათი წლის წინ გადაარჩინა.
- პარიზის და ლონდონის ბირჟები ერთ კვირაში ყირამალა გადაატრიალა.“
მე მგონი ზემოთ ციტირებული კომენტარს არ საჭიროებს“,-წერს მიხეილ სააკაშვილი