სპორტის სასახლეში “ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიხსნა
ამ წუთებში, სპორტის სასახლეში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ყრილობა ოფიციალურად გახსნა.
ამ ყრილობით “ნაციონალური მოძრაობამ” თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა.
გარდა ამისა, დღევანდელ ყრილობაზე იგეგმება “ნაციონალური მოძრაობის” მერობის და გამგებლების კანდიდატების დასახელება. წარმოდგენილი იქნება ასევე საარჩევნო პროგრამა.
ყრილობას დაესწრებიან აგრეთვე დელეგატები საქართველოს რეგიონებიდან.