Express News

თენგიზ კიტოვანი იარაღის ტარების უფლების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს



უახლოეს ხანში, შესაძლოა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს, რათა მას და „რამდენიმე ადამიანს“ მისი ჯგუფიდან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება დართოს.


ამის შესახებ თენგიზ კიტოვანმა „პრაიმტაიმისთვის“მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ უნდა მივმართოთ პრეზიდენტს, რათა რამდენიმე კაცს ჩვენი ორგანიზაციიდან მისცეს იარაღის ტარების უფლება. ჩვენ ამ ოპერაციას რომ ჩავატარებთ, იარაღიც საჭირო იქნება", - ამბობს თენგიზ კიტოვანი.

მისი თქმით, კახეთში იმყოფებოდა, რათა დაედგინა, ნარკოტიკები საიდან შემოდის, უკანა გზაზე კი თანმხლებ პირებთან ერთად პოლიციამ გახრიკა.

"ერთი კვირის წინ ვიყავი კახეთში, ბიჭები ისხდნენ ჩემთან ერთად, ცოტა მოძველბიჭოები. გაგვაჩერა პოლიციამ, გაგვჩხრიკეს. სამარცხვინო საქმე ჩაიდინეს. რას ეძებდნენ, არ ვიცი. ვუთხარი, კიტოვანს ჩხრეკავთ-თქო?", - ამბობს თენგიზ კიტოვანი.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ კიტოვანმა ცოტა ხნის წინ ნარკობიზნესისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრის შექმნა დააანონსა, რომელსაც თვითონ ჩაუდგება სათავეში. კიტოვანი აღნიშნავს, რომ მისი ორგანიზაცია აქტიურად აპირებს ბრძოლას ნარკობიზნესის და ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT