Express News

სასწრაფოდ-რა ხდება ზუგდიდის პროკურატურასთან? [VIDEO]



დღეს,საოლქო პროკურატურასთან მისულ”სამეგრელოს ხმის”ლიდერ  თენგიზ ჯგუშიას მხარდამჭერებს, მიმდინარე წლის 20 მარტს დაღუპული ლევან ქარჩავას ახლობლები დახვდნენ. მათი თქმით, დანაშაული 116-ე მუხლით შემთხვევითი გასროლის ფაქტზე აღიძრა და სასამართლოს გადაწყვეტილებით  ლევან ქარჩავას მკვლელს  4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გარდაცვლილის ნათესავების განცხადებით, ისინი საქმის დეტალებს არ იცნობენ, საგამოძიებო პროცედურები მათგან გასაიდუმლოებულია, ისინი მოითხოვენ, რომ ზუგდიდის საოლქო პროკურატურამ საქმის დეტალები სრულად გააცნოს მათ. ამ მოთხოვნით საოლქო პროკურორ გიზო უბილავასთან სასაუბროდ გარდაცვლილის დედა თინათინ როგავა შევიდა, თუმცა, როგორც პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, მას არ მისცეს საშუალება საქმის დეტალების ქსერო ასლები წამოეღო და შესთავაზეს მხოლოდ ადგილზე გასცნობოდა მათ.  გარდაცვლილის დედის თქმით, მას ნერვიული მდგომარეობის  გამო არ შეეძლო ადგილზე გასცნობოდა საქმეს.  იმ დროს როცა თინათინ როგავა პროკურატურის შენობაში იმყოფებოდა, გარდაცვლილის ძმამ დავით ქარჩავამ პროკურატურის შენობაში შესვლის მიზნით კარებს ფეხი დაარტყა, რის გამოც იგი იქვე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დააკევს და განყოფილებაში წაიყვანეს. რის  შემდგომ ,ახლობლებსა და სამართლამცავებს შორის  დაპირისპირებას მოხდა.
„ გარდაცვლილის ძმამ პროკურატურაში შესვლა იმიტომ სცადა, რომ დაინახა დედამისი ფანჯრიდან ხტებოდა და ყვიროდა უარს მეუბნებიან მოთხოვნაზეო“-აღნიშნა გარდაცვლილის დეიდაშვილმა სესილი შედანიამ. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ სიმართლისთვის ბრძოლას.
ლევან ქარჩავა “ლიბერთი ბანკის” ზუგდიდის ფილიალის თანამშრომელი იყო, იგი მისივე კოლეგის დავით ლაგვილავას ტყვიამ იმსხვერპლა. გარდაცვლილის ახლობლები საგამოძიებო დეტალების დამალვაში და მკვლელისთვის ხელის დაფარებაში მისსავე ბიძაშვილს,” ლიბერთი ბანკის” თანამშრომელს, კახა ლაგვილავას ადანაშაულებენ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT